Ratchuli Sakhumaro

Ratchuli Sakhumaro

Miraji-Mirazhi

Альбом: Mirazhi
Длительность: 3:18
Год: 2023
Скачать MP3

Текст песни

გოგონას ჩასძინებოდა
ტუჩები ჩემსკენ ექნაო
მივეპარე და ვაკოცე
აბა რა უნდა მექნაო
მივეპარე და ვაკოცე
აბა რა უნდა მექნაო
გოგონას გამოეღვიძა
ფუ შეგარცხვინა ღმერთმაო
შენ თუ ვაჟკაცი იყავი
სხვა რამე უნდა გექნაო
შენ თუ ვაჟკაცი იყავი
სხვა რამე უნდა გექნაო
გოგონამ ჩამოიარა
არ მითხრა გამარჯვებაო
კაბაზე ხელი დაირტყა
აქედან მემარჯვებაო
კაბაზე ხელი დაირტყა
აქედან მემარჯვებაო
გოგონია ქიცი ქიცი და
შენ რაც გინდა მეც ქე ვიცი
შენ რომ გინდა მეც ქე მინდა
ამის მეტი მე რა ვიცი
შენ რომ გინდა მეც ქე მინდა
ამის მეტი მე რა ვიცი
საიდანაც ქარი ქროდა და
მეც იქიდან მოგეპარე
მოგეპარე გაკოცე
გოგონია გენაცვალე
მოგეპარე გაკოცე
გოგონია გენაცვალე

საკაოში ჩამოთოვა
და გზები იყო დაკეტილი
სახლში ბევრი ღვინო მაქვს
და არყითა ვარ გაჟღენთილი
სახლში ბევრი ღვინო მაქვს
და არყითა ვარ გაჟღენთილი
მიტომ მიყვარს საკაურა
და ბევრი მოდის კარტოფილი
ასი შეყვარებული მყავს
მაინც არ ვარ კმაყოფილი
ასი შეყვარებული მყავს
მაინც არ ვარ კმაყოფილი
რიონმა რომ ჩამორეკა
და ამოდენა ჯებირიო
ბოშო, მე თუ ვერ მიყურებ
რა ხარ მასე დებილიო
ბოშო, მე თუ ვერ მიყურებ
რა ხარ მასე დებილიო
გოგონია ქიცი ქიცი და
შენ რაც გინდა მეც ქე ვიცი
შენ რომ გინდა მეც ქე მინდა
ამის მეტი მე რა ვიცი
შენ რომ გინდა მეც ქე მინდა
ამის მეტი მე რა ვიცი
საიდანაც ქარი ქროდა და
მეც იქიდან მოგეპარე
მოგეპარე გაკოცე
გოგონია გენაცვალე
მოგეპარე გაკოცე
გოგონია გენაცვალე